სასამართლოს დადგენილებით, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც შშმ ბავშვი სცემა, თავისუფალია.
ბავშვის დედამ აღნიშნულთან დაკავშრებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„უნდა იყოს ციხეში, ამას ასე არ დავტოვებ. ბავშვი დაზარალებულია და შიში არის. რა ვიცი, რომ გამოვიდა ეს კაცი ციხიდან, რას გააკეთებს. ანუ შიში გვაქვს, კიდევ რამე რომ გაიმეოროს“, - აცხადებს დაზარალებულის დედა.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ ისანში პოლიციის ორმა თანამშრომელმა შშმ ბავშვის მიმართ ფიზიკურად იძალადა.