„უცნობმა“ პირდაპირ ეთერში „მთავარი არხის“ ჟურნალისტების პირადი აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა.
ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში უსმენენ ყველას, ყველგან და ყოველთვის - აუდიოჩანაწერები მთავარი არხის ჟურნალისტების პირადი საუბრები იყო.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა, გიორგი გაჩეჩილაძემ აუდიოჩანაწერები „მაესტროს“ ეთერში გაასაჯაროვა.
„უცნობის“ მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერში გიორგი გაბუნიას, ეკა სარიას, გიორგი გვიშიანისა და ლაშა კვესელაძის საუბარი ისმის.