გიორგი ჩალაძე და გიული ალასანია დაქორწინდნენ? - პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

გიორგი ჩალაძე და გიული ალასანია დაქორწინდნენ? - პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

8-07-2022, 23:58 - 2022
7 130
       

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

როგორც გიორგი ჩალაძე ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არა მისი და გიული ალასანიას, არამედ მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის "კაგებეს" მეთოდები, როდესაც ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას დისკრედიტაციის გზით. ეს კამპანია არც ჩემს წინააღმდეგაა მიმართული და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია. თუმცა, ისიც გაუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს ჰქონდეს პირადი ცხოვრება. მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნით მიხეილ სააკაშვილისთვის, პოლიტიკური დარტყმის მიყენების სამარცხვინო მცდელობა," - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

 ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტომასალები, სადაც გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე ერთად არიან ასახული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი დაქორწინდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები