„ქართულმა ოცნებამ“ 2011 წელს რამდენიმე პარტიასთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა და 2012 წლის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
არჩევნებში კოალიციამ 54,97% აიღო და არჩევნები მოიგო - ხელისუფლების სათავეში კოალიციის წევრები ჩადგნენ - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური და ზურაბ ტყემალაძე.
- ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი: 2012-2013 წლები
- ირაკლი ალასანია - „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ - საქართველოს თავდაცვის მინისტრი: 2012-2014 წლები
- დავით უსუფაშვილი - „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: 2012-2016 წლები
- ზვიად ძიძიგური - კონსერვატორები - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი: 2012-2016 წლები, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: 2016-2020 წლები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: 2016-2019 წლები
- ზურაბ ტყემალაძე - მრეწველები - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: 2012-2016 წლები.
კოალიციას პირველი ირაკლი ალასანიას გუნდი გამოეყო. 2014 წელს - „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ თანამდებობებს ტოვებენ და პოლიტიკიდან მიდიან.
„ქართულ ოცნებას“ 2016 წელს ჩამოშორდნენ „რესპუბლიკური პარტია“, „მრეწველებმა“ და „ეროვნული ფორუმი“.
მმართველი გუნდი ასევე დატოვეს - ძმებმა ბერძენიშვილებმა, ხათუნა სამნიძემ, გედევან ფოფხაძემ, სოსო ჯაჭვლიანმა, თამაზ მეჭიაურმა, თინა ხიდაშელმა და ეკა ბესელიამ.
პოლიტიკოსების უმრავლესობა, რომელიც ივანიშვილის პარტიას თავის დროზე გაემიჯნა, ოპოზიციაში გააგრძელა მოღვაწეობა, ზოგიც პოლიტიკიდან წავიდა.
2016 წლიდან „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მართავს ქვეყანას და იღებს მონაწილეობას არჩევნებში - დღეს მმართველ გუნდს წარმოადგენენ - ყოფილი სპორტსმენები - 9 კლას დამთავრებულები - ბიზნესმენები - ივანიშვილის ყოფილი თანამშრომლები, დანტისტები, მისი პირადი მცველები და ა.შ.