ჯანდაცვის ექსპერტი: მთავრობამ სრულად მიუშვა პანდემიის მართვის პროცესი

ჯანდაცვის ექსპერტი: მთავრობამ სრულად მიუშვა პანდემიის მართვის პროცესი

11-02-2022, 09:37 - 2022
1 540
       

„საქართველოში აღარ არსებობს მართა კოვიდ პანდემიის“, - ამის შესახებ „მთავარ არხთან“ ჯანდაცვის ექსპერტმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ პანდემიის მართვის პროცესი სრულად მიუშვა და ხელმძღვანელობს მოდელით - „ვინც გადარჩება - გადარჩება“.

„საქართველოში აღარ არსებობს მართა კოვიდ პანდემიის. მთავრობამ სრულად მიუშვა ეს პროცესი და ვინც გადარჩება - გადარჩება. აბსოლუტურად არანაირი მართა არ არის. შემოაქვთ ისეთი რეგულაციები, შეამცირეს კარანტინის დღეები, თან იძახიან რომ ვისაც მსუბუქი ფორმა გექნებათ მერე 5 დღე უნდა ატაროთ ნიღაბი, სხვებმა არ უნდა ვატაროთ? ვისაც დაგვემართება - დაგვემართოს, ვინც მოკვდება - მოკვდეს - აი ასეთია ჩვენი მთავრობის განწყობა“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ „მთავარ არხთან“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები