შოიგუმ პუტინს ლუგანსკის „გათავისუფლება“ შეატყობინა

შოიგუმ პუტინს ლუგანსკის „გათავისუფლება“ შეატყობინა

3-07-2022, 22:01 - 2022
724
       

რუსული სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიის „გათავისუფლების“ შესახებ მოახსენა.
 
როგორც სამთავრობო ria.ru წერს, ლისიჩანსკი საოკუპაციო ძალებმა ალყაში მოაქციეს და „ეს იყო ლუგანსკის რეგიონის ბოლო ქალაქი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა“.
 
დღეს, 2022 წლის 3 ივლისს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა ს.კ. შოიგუმ მოახსენა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალს ვ.ვ.პუტინს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების შესახებ“, - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები