20-24 ივნისს აქციაზე ათიათასობით ადამიანის გამოსვლის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ, შესაძლო იყო, ღარიბაშვილს თანამდებობა დაეტოვებინა. 24 ივნისს აქციაზე გამოსულმა მოსახლეობამ მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
კულუარული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის ჩამნაცვლებელს უკვე ეძებს და ღარიბაშვილიც წასასვლელად მზად არის.
სახელდება ორი კანდიდატურა, ვიცე-პრემიერი დავითაშვილი და ოლიგარქის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.