1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა საგარეო ვალზე „დეფოლტი“ განიცადა - Bloomberg

1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა საგარეო ვალზე „დეფოლტი“ განიცადა - Bloomberg

27-06-2022, 13:25 - 2022
725
       

რუსეთმა საუკუნეში პირველად საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ეს დასავლური სანქციების კულმინაციაა, რამაც საზღვარგარეთის კრედიტორებისთვის გადახდის გზები დაბლოკა.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთი დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებებს პოულობდა, თუმცა კვირა დღის ბოლოს, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საპროცენტო გადასახადების საშეღავათო პერიოდი დასრულდა, რომელიც 27 მაისს უნდა განხორციელებულიყო. მისი არ გადახდა, ავტომატურად დეფოლტად ითვლება. 

Bloomberg წერს, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ გარიყვას. ბანკის საგარეო რეზერვები გაყინული რჩება უმსხვილესი ბანკები კი გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშულია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები