2023 წლიდან ევროკავშირი ETIAS-ს სისტემას დანერგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბლოკის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც სამოგზაურო ვიზა არ ესაჭიროებათ, ონლაინრეგისტრაცია და თანხის გადახდა მოუწევთ. სისტემა შეეხება დაახლოებით 60 ქვეყანას, მათ შორის დიდი ბრიტანეთსა და აშშ-ს.
ETIAS ვიზასთან შედარებით უფრო სწრაფი პროცედურაა, რომლის გავლაც ონლაინ არის შესაძლებელი, ის არ მოითხოვს ბიომეტრიულ მონაცემებს.
საფასური 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის 7 ევრო იქნება. ამ დროისთვის უცნობია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დაწესებული თანხა.