New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის საააგენტოს (CIA) წარმომადგენლები და NATO-ს ქვეყნების კომანდოები მუშაობენ.
გამოცემა ინფორმაციას აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც NY Times-ი წერს, ჯაშუშებისა და კომანდოების საიდუმლო ქსელი უკრაინელებს ეხმარებიან დასავლეთიდან გამოგზავნილი იარაღის უსაფრთხოდ მიწოდებაში, ასევე აძლევენ სადაზვერვო ინფორმაციას და უტარებენ წვრთნებს. ამ სამუშაოს ძირითადი ნაწილი უკრაინის საზღვრებს გარეთ ხდება.
თუმცა, CIA-ის ზოგიერთი თანამშრომელი ქვეყანაში საიდუმლოდ მოქმედებას აგრძელებს, ძირითადად დედაქალაქ კიევში. ისინი ხელმძღვანელობენ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელსაც აშშ-ს პარტნიორ ქვეყანას უზიარებს.