რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს

25-06-2022, 23:52 - 2022
730
       

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს და აკონტროლებენ. 

ამის შესახებ სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.

ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია. სხვა მხრივ კი ქალაქი ისეთი განადგურებულია, რომ გულწრფელად, რომ ვთქვათ, ადამიანებს გაუჭირდებათ ამ ვითარებასთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს“, - განაცხადა სტრუკმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები