წყნეთის გზაზე ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

წყნეთის გზაზე ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

24-06-2022, 21:11 - 2022
1 113
       

წყნეთის გზაზე, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მანქანაში ჩაცხრილეს

როგორც ცნობილია, მას, სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს. 

Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. წლების წინ, მან ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად კომპანია Silk Road Group დააფუძნა და მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. 

შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები