ევროპულმა საბჭოს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი წევრის სტატუსი მიანიჭა.
ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
„შეთანხმება. ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს უკრაინას და მოლდოვას. ისტორიული მომენტი. დღეს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ“, - წერს მიშელი.