სამგორის გამგებელი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა, განცხადებას აკეთებს

სამგორის გამგებელი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა, განცხადებას აკეთებს
21-06-2022, 17:08 - 2022
747

სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე ამბობს, რომ სტატუსი, რომლითაც მან გუშინდელი აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა საჯარო არ იყო.
 
მან „მთავარ არხთან“ საუბრისას თქვა, რომ მისი პოსტი მეგობრებზე იყო გათვლილი და რომ ერთმანეთს ისინი ასე ესაუბრებიან.
 
ჩემი ფეისბუქი არის ჩემი პირადი გვერდი, ეს არ აღნიშნავს საზოგადოებრივ აზრს, არც პოლიტიკურს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. [პოსტი] არ იყო ეს საჯარო. ჩემი ფეისბუქ ჯგუფი არის დახურული, ვინ გახსნა, როდის გახსნა მე ეგ არ ვიცი და ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ ჩაიხედეთ სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვების ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები, სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი, და უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტების ჩვენ მეგობრები გვაქვს ასეთი ლექსია და საუბარი, რომლებიც ვუგებთ ერთმანეთს“, - განაცხადა კახა სამხარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა