„უკრაინის დამცველებმა შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობა მარინკას რაიონში, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სევეროდონეცკის შტურმს, რათა ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ.
„უსტინოვსკის, გორნისა და ლისიჩანსკის მახლობლად განხორციელდა საჰაერო თავდასხმები. მტერი არ წყვეტს შტურმს, რათა დაამყაროს სრული კონტროლი ქალაქ სევეროდონეცკზე. გარდა ამ ქალაქისა, ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით უპირისპირდებიან სიროტინასა და ბელაია გორას დასახლებებში“, - აცხადებენ გენშტაბში.