NATO ჩინეთსა და რუსეთს საფრთხედ გამოაცხადებს

NATO ჩინეთსა და რუსეთს საფრთხედ გამოაცხადებს

19-06-2022, 16:43 - 2022
673
       

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა დასავლეთმა კიევის მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტოს.
 
სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი განხილული იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხედ და არა როგორც ორგანიზაციის პარტნიორად:
 
უნდა მოვემზადოთ, რომ [უკრაინაში ომი] შეიძლება წლები გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. ეს არ შეედრება იმ ფასს, რომელსაც უკრაინელები ყოველდღიურად თავიანთი სიცოცხლით იხდიან.
 
თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება. მსოფლიო უფრო საშიში გახდა. ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი არა პარტნიორი, არამედ საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დოკუმენტში პირველად ჩინეთიც გამოჩნდება, რადგან ჩინეთის აღზევება არის საფრთხე ჩვენი ინტერესებისთვის, ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვის“
, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები