ომის დაწყების დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს

ომის დაწყების დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს

19-06-2022, 00:00 - 2022
547
       

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკის მკვლელობის ხუთი მცდელობა განხორციელდა.
 
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, დანილოვმა The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
მისი თქმით, ყველა მათგანი თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში განხორციელდა.
 
დანილოვმა არ გაამჟღავნა თავდასხმების დეტალები, თუმცა ომის დასაწყისში მან საჯაროდ ისაუბრა ჩეჩენ მებრძოლთა ერთეულზე, რომლებსაც დაევალათ ზელენსკის მოკვლა, თუმცა უკრაინულმა მხარემ ისინი სრულიად გაანადგურა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები