უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18-06-2022, 21:18 - 2022
942
       

უკრაინაში მებრძოლი მოხალისის თორნიკე გოგუაძის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
 
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ ჩემი ქართველი თანამებრძოლი, რომელიც ორი თვე ჩვენ გვერდით იყო, ბრძოლაში დაიღუპა.
 
თურმე დაჭრილი უკრაინელი არ დატოვა და მისი გამოყვანის დროს ზურგში ესროლეს. ჩემს ოთახში ეძინა, ჩემს ათეულში იყო. ენა მებმის და სიტყვებს ვერ ვპოულობ. დიდება გმირებს !
“, - წერს სოციალურ ქსელში გოგუაძე.
 
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები