თბილისში პოლიცია ძალის გამოყენებით სახლიდან ასახლებს ოჯახს, სადაც 3 თვის ჩვილი ცხოვრობს

თბილისში პოლიცია ძალის გამოყენებით სახლიდან ასახლებს ოჯახს, სადაც 3 თვის ჩვილი ცხოვრობს
17-06-2022, 13:57 - 2022
931

ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე  აღსრულების პოლიცია ბინის დატოვებას მოითხოვს ოჯახისგან, ვინც ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფინანსური ვალდებულებები ვერ დაფარა.
 
ოჯახის ახლობლობები აცხადებენ, რომ პოლიციას გამოსახლების საშუალებას არ მისცემენ. მათივე თქმით, პოლიცია გეგმავს, რომ ოჯახი ბინიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანოს.
 
„მქონდა 20 000 დოლარი ვალი, გადახდილი მაქვს სადღაც 84 000 და ახლა გვასახლებენ იმიტომ, რომ თურმე მევახშის ვალი მაქვს. რამდენიმე თვე გადამიცილდა და აუქციონზე გაიტანა და შეიძინა. 3 თვის ბავშვი მყავს და უნდათ, რომ გამოასახლონ“,- აცხადებენ ოჯახში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა