სამი ქვეყნის ლიდერის ჩასვლასთან ერთად კიევში საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა

სამი ქვეყნის ლიდერის ჩასვლასთან ერთად კიევში საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა

16-06-2022, 14:19 - 2022
658
       

საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა უკრაინის დედაქალაქში, მაშინ, როცა დღეს დილით იქ საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები ჩავიდნენ.
 
სირენების ხმა არ ნიშნავს, რომ თავდასხმა მოხდა, ისინი ხშირად გაფრთხილების მიზნით ჟღერს.
 
საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და იტალიის პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით არიან უკრაინაში მას შემდეგ, რაც იქ ომი დაიწყო. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, რათა გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
 
შოლცმა გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ მათ სურთ აჩვენონ არა მხოლოდ სოლიდარობა, არამედ დაარწმუნონ უკრაინა, რომ დახმარება, ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო, გაგრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები