ორი ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც უკრაინელ ძალებთან ერთად ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინაში იბრძოდნენ, თითქმის ერთი კვირაა უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, მათი ოჯახის წევრები და თანამებრძოლები შიშობენ, რომ ისინი შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს.
CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი მებრძოლები ბრძოლის დროს დაიკარგნენ, სამძებრო მისიებმა კი მათ კვალს ვერ მიაგნეს. ამის შემდეგ, მეორე დღეს, რუსულ პროპაგანდისტულ Telegram არხზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ხარკოვის მახლობლად ორი ამერიკელი დააკავეს.
ერთ-ერთის დედამ CNN-თან საუბრისას თქვა, რომ სავარაუდოდ, ისინი სამხედრო ტყვეები არიან, თუმცა ეს ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა.