საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

15-06-2022, 17:54 - 2022
1 086
       

საქართველოში  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
 
პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას
“, - აცხადებენ უწყებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები