ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

14-06-2022, 12:37 - 2022
680
       

Reuters-ისა და „რადიო თავისუფლების“ ტაჯიკური გამოცემის ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, ტაჯიკეთი - უზბეკეთის საზღვარზე დაწყებულ სროლას 1 ტაჯიკი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილია 3. 
 
მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
 
„რადიო თავისუფლების“ ტაჯიკური გამოცემის ინფორმაციით, სროლა ბულაყ-ბაშის რაიონში ადგილობრივი დროით 6:50-7:00-ზე დაიწყო, ტაჯიკი მესაზღვრეების მხრიდან. საპასუხოდ ყირგიზმა მესაზღვრეებმა ცეცხლი ჰაერში გახსნეს. ყირგიზებმა ცეცხლი ხელახლა 7:50-ზე გახსნეს, ყუმბარმტყორცნებითა და ნაღმმტყორცნებით. სროლა 8:10-ზე შეწყდა. 
 
ორი ქვეყნის საზღვარზე, რომელიც ცუდად არის დემარკირებული, მსგავსი შეტაკებები რეგულარულად ხდება. ბოლო შემთხვევა 3 ივნისს მოხდა.
 
ყირგიზი და ტაჯიკი სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები