უკრაინელმა სამხედროებმა დონბასის რეგიონში სამი სოფელი გაათავისუფლეს.
შეიარაღებულმა ძალებმა 15 კილომეტრით წინ წაიწიეს. მძიმე მდგომარეობაა ლუგანსკში. მტერი სევეროდონეცკზე, ბახმუტსა და ლისიჩანსკზე კონტროლის დამყარებას და მცირე გამარჯვების მოპოვებას ცდილობს.
ქალაქ სევეროდონეცკში რამდენიმე რაიონი მთლიანად განადგურებულია. მტერმა იერიშები დასახლებულ პუნქტებზე, საავადმყოფოებზე და ცენტრალურ რაიონებზე ურაგანით, გრადით, სმერიჩითა და სონლნეპიოკით მიიტანა.
ოკუპანტები უკრაინელი სამხედროების პოზიციების წინააღმდეგ ასევე არტილერიას და ზალპურ სარაკეტო სისტემას იყენებენ.