რუსეთმა ტერნოპოლის რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

რუსეთმა ტერნოპოლის რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

11-06-2022, 23:58 - 2022
574
       

რუსეთმა ტერნოპოლის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა. აფეთქებები მოხდა ქალაქ ჩორტკივში.
 
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის მოსახლეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
 
ფაქტს ადასტურებს ტერნოპოლის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვოლოდიმირ ტრუშიც.
 
ტერნოპოლის ოლქის მაცხოვრებლებო, დარჩით თავშესაფრებში. ნუ გადაიღებთ ფოტოებს და ნუ აკეთებთ კომენტარებს აფეთქებების შედეგებზე სოციალურ ქსელებში. ჩვენი სპეციალისტები უკვე მუშაობენ ჩორტკივის რაიონში. მე გაგაცნობთ რეგიონში არსებულ ვითარებას“, - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები