მარიუპოლში ქოლერას გავრცელება დაიწყო

მარიუპოლში ქოლერას გავრცელება დაიწყო

11-06-2022, 12:16 - 2022
635
       

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ქალაქში ინფექციური დაავადებების გავრცელება დაიწყო.
 
ბოირჩენკოს შეფასებით, მარიუპოლში ახლა შესაძლოა ქოლერით ათობით ადამიანი იყოს დაინფიცირებული და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
 
ქალაქში უკვე დადის ქოლერა, დიზენტერია და სხვა ინფექციური დაავადებები, მაგრამ საოკუპაციო ძალები ამას მალავენ. 
 
ქალაქი კარანტინზეა და დაკეტილია. იქიდან არავის უშვებენ და არც შიგნით უშვებენ. ეს ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. არავითარი პირობა არაა მის შესაკავებლად. არ არიან ექიმები, არც ინფექციური საავადმყოფოები. 

ჩვენი ინფექციური საავადმყოფო განადგურებულია მთელ აღჭურვილობასთან ერთად, ექიმები კი მოკლეს
“, - განაცხადა მერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები