უკრაინის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა და ომში წავიდა

უკრაინის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა და ომში წავიდა

11-06-2022, 11:56 - 2022
613
       

უკრაინის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საიდ ისმაგილოვმა თქვა, რომ თანამდებობა დატოვა და ფრონტზე წავიდა.
 
ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ის გვერდზე დაწერა.
 
იგეგმებოდა, რომ გაზაფხულზე მუფთის პოსტს დავტოვებდი და მეცნიერულ - საზოგადოებრივ საქმიანობას მივუძღვნიდი თავს, მაგრამ ოკუპანტებმა შეცვალეს ყველა უკრაინელის ცხოვრება“, - წერს ის.
 
ცნობისთვის, საიდ ისმაგილოვი მუფთის თანამდებობას 13 წელი იკავებდა. ის და მისი ოჯახი 2014 წელს იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მშობლიური დონეცკი. ამ დრომდე ის საბრძოლო ზონიდან დაჭრილების გამოყვანის ოპერაციაში იყო ჩართული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები