პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტია „შავი ფულის“ გამო დააჯარიმეს

პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტია „შავი ფულის“ გამო დააჯარიმეს

6-06-2022, 11:28 - 2022
1 040
       

აუდიტის სამსახურმა კოკა მორგოშიას ორგანიზაციები 220 ათასი ლარით დააჯარიმა.
 
პარტიაში „შავი ფულის“ წარმომავლობა ვერ ახსნეს. გარდა ამისა, მათ 2021 წლის დეკემბერში აუდიტის სამსახურში არაზუსტი დეკლარაცია შეიტანეს.
 
თუ „ალტ-ინფო“ ამ თანხას არ გადაიხდის, სასამართლო პუტინისტების ანგარიშებს გაყინავს.
 
პარასკევს გამოგვიტანეს ეს ჯარიმა. დაახლოებით 220 000 ლარია და გამოგვიტანეს თითქოს არასწორი ხარჯვა თუ რაღაც ეგეთი...

ყველაფერი ჩანდა, ერთადერთი მანდ თემა ჰქონდათ რემონტთან დაკავშძირებით, რომელიც ზოგმა მეიჯარემ გაარემონტა თავისი. შარი მოგვდეს, რა , მოკლედ რომ გითხრათ. ჩენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება ფუნქციონირება.

არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პროპბლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც, მაგრამ ბოლო-ბოლო თუ მაინც მიიღებენ ამის გადახდის საბოლოო ვერდიქტს, ჩვენ დავემორჩლებით კანონს
“, - ამბობს კოკა მორგოშია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები