რუსეთის მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების სამინისტროს ვებსაიტი გატეხეს.
საიტის ინტერნეტში ძიებისას მისი გახნის ნაცვლად, უკრაინულ ენაზე ჩნდებოდა წარწერა - „დიდება უკრაინას“.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ მიუხედავად გატეხვისა, მომხმარებლების პერსონალური მონაცემები დაცულია.
მათივე ცნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიტი Dumpforums.com-ის გუნდის ჰაკერებმა გატეხეს და მოითხოვეს 0.5 BTS კრიპტო ვალუტაში გადარიცხვა. რუსული მედია წერს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მომხამრებელბის მონაცემების განთავსებით იმუქრებოდნენ.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ომი დაიწყო, ბევრი რუსული სახელმწიფო კომპანია და საინფორმაციო ორგანიზაცია ჰაკერების თავდასხმების წინაშე აღმოჩნდა.