უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს
5-06-2022, 22:30 - 2022
585

უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს.
 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია რომან კუტუზოვი, რომელიც დღეს, არტემოვსკი-ლისიჩანსკის გზატკეცილის მახლობლად მიმდინარე ბრძოლების დროს მოკლეს.
 
ამის შესახებ ინფორმაცია InformNapalm-ის პროექტმა დაადასტურა. გენერლის დაღუპვის გარემოებები ჯერჯერობით არ სახელდება.
 
ცნობისთვის, მაისის დასაწყისში აშშ-ს დაზვერვამ უკრაინაში 8-10 მოკლული რუსი გენერლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.  მას შემდეგ რიცხვი კიდევ გაიზარდა.
სამშაბათს, 24 მაისს, ცნობილი გახდა, რომ APU-მ [უკრაინის შეიარაღებული ძალები] მოკლა გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი, რომელიც საბრძოლო მისიას ასრულებდა სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავით.
 
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით კი, მისი ვარაუდით უკრაინაში 80 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა