დონეცკის რეგიონში, რუსებმა 43 ეკლესია დაანგრიეს

დონეცკის რეგიონში, რუსებმა 43 ეკლესია დაანგრიეს
5-06-2022, 22:23 - 2022
508

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, მხოლოდ დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა დაანგრიეს, ან დააზიანეს სულ მცირე 43 ეკლესია.
 
მათი უმრავლესობა მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნოდა.
 
ოკუპანტების მიერ, უკრაინის კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის განადგურებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ისაუბრა.
 
მისი თქმით, აგრესორების დაბომბვების შედეგად, 113 ეკლესიაა დანგრეული, მათ შორის ძველი ტაძრები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა