8 თვის წინ თვითმართველობის არჩევნებში წალენჯიხის მერი ოპოზიციონერი გია ხარჩილავა გახდა, საკრებულოს უმრავლესობაში კი ოპოზიციური პარტიებია.
ბოლო 8 თვის განმავლობაში საკრებულოს დაკომპლექტებაში პრობლემები იყო, მმართველი პარტია უმცირესობაში ყოფნას არ ეგუებოდა და საბოტაჟის რეჟიმში იყო.
მიუხედავად, იმისა რომ „ოცნება“ პროტესტის გზით ქალაქის საკრებულოს აფერხებდა, ქალაქს ბევრი მეგობარი გამოუჩნდა, რომელთა ინვესტირებითა და ადამიანური რესურსით წალენჯიხაში სიახლეები მალევე დაიწყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჯვარის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულებამ 830 000 ლარი შეადგინა და ის მალე დასრულდება.
სტადიონის დასრულების თანავე დაიწყება წალენჯიხის ჭადრაკის სახლის მშენებლობაც, რომელიც უკვე დაპროექტებულია და მისი ღირებულება 100 000 ლარია, ცოტახნის წინ დასრულდა წალენჯიხის ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელიც 30 000 ლარი დაჯდა. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა წალენჯიხის უმაღლესი კატეგორიის IT სკოლა, სადაც სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ხოლო სწავლება უფასოა.
ასევე ამ დღეებში ფუნქციონირებას იწყებს წალენჯიხის დემოკრატიის ჰაბი.
წალენჯიხის მერია ეკონომიკის სამინისტროდან ელოდება ე.წ კოლმეურნეობის ტერიტორიის გადმოცემას, სადაც თეატრალური სარდაფი, მუსიკალური სკოლა, ახალგაზრდული ბანაკი უნდა განთავსდეს.
როგორც წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა აცხადებს აღნიშნული პროექტები არასაბიუჯეტო ხარჯებით განხორციედა და ინვესიტრებული თანხებია, რომელთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე დაახლოებით მილიონ ლარს გადააჭარბა.