გაბუნია - განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში

გაბუნია - განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში

9-02-2022, 16:21 - 2022
1 988
       

„ომიკრონთან“ დაკავშირებით რისკი არის მისი ძალიან სწრაფი და მასობრივი გავრცელება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალიზებულია 6 000-მდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი.

„ადამიანების გარკვეული პროცენტი - ეს არის 2.7%, ვინც ჰოსპიტალში ხვდება. უდიდესი ნაწილი არის ბინაზე. ჰოსპიტალური საწოლფონდი 8 ათასზე მეტია. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალიზებულია 6 ათასამდე პაციენტი. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, მით უფრო, თუ ისინი ვაქცინირებული არ არიან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები