შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მაისს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, გურამ და დავით კაკულიები დააკავა. ძმებს გამოძიება რამდენიმე საქმეზე ედავება, მათ შორის არის ერთ-ერთი ნიკა კვარაცხელიას მკლელობა.
საგამოძიებო უწყებამ ძმების სახლიდან ზიგზაუერსა და მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო. ჯერჯერობით უცნობია ამ იარაღებიდან არის თუ არა ნასროლი ტყვიები არაყიშვილის ქუჩაზე.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ზიგზაუერის ტიპის იარაღი გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას ეკუთვნოდა. შესაბამისად იარაღის კანონიერი მფლობელი ჟვანიების ოჯახია, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბუსა ჟვანია კაკულიების ახლო მეგობარია.
ამ დრომდე აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური ცნობები არ გაუვრცელებია საგამოძიებო უწყება, შესაბამისად დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.ასევე როგორც ცნობილია არ საქმეში ჯერ არ ფიგურირებს ჟვანიების ოჯახის არც ერთი წევრი.