რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში მოქალაქემ „როსგვარდიის“ შენობას ცეცხლი წაუკიდა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში მოქალაქემ „როსგვარდიის“ შენობას ცეცხლი წაუკიდა

4-06-2022, 18:30 - 2022
609
       

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქის ქალაქ კომსომოლსკში მოქალაქემ „როსგვარდიის“ შენობას ცეცხლი წაუკიდა. ეჭვმიტანილი 50 წლის კაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ის შენობაში შესვლას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა და ბენზინით სავსე ბალონს შესასვლელთან წაუკიდა ცეცხლი.
 
დღესვე ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტიუმენის საოლქო სათათბიროს ავტობაზაში. გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელდა ოცდაათამდე სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები