უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის, დაახლოებით, 20% დაიბრუნეს.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ რთული ვითარება იყო, რუსეთს ტერიტორიის, დაახლოებით, 70% ეკავა, ჩვენ უკვე დავიბრუნეთ მათი 20%“, - განაცხადა გაიდაიმ.