ოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარ ეზოში ჩაცხრილა – ხერსონის პროკურატურა

ოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარ ეზოში ჩაცხრილა – ხერსონის პროკურატურა

4-06-2022, 11:16 - 2022
621
       

„განმათავისუფლებელთა“ ხელით დაღუპულთა რიცხვი იზრდება“, - ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა წერს.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 ივნისს ხერსონის რაიონში რუსმა ოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარი სახლის ეზოში ჩაცხრილა.
 
გამოძიების თანახმად, 2022 წლის 1 ივნისს, სოფელ ვისოკოპილიაში, რუსეთის არმიის უცნობმა სამხედრო პირმა საკუთარ ეზოში ესროლა უიარაღო ადგილობრივ წყვილს. მამაკაცი და ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების ადგილზე გარდაიცვალა.
 
ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, რომლებიც ცალსახად კრძალავს მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმას
“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები