პუტინის მკვლელობა სცადეს  - Newsweek

პუტინის მკვლელობა სცადეს - Newsweek

3-06-2022, 15:06 - 2022
991
       

ამერიკული გამოცემა Newsweek ამერიკის დაზვერვის სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობა ბაიდენის  ადმინისტრაციაში ინტენსიური საუბრის საგანია მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს დაზვერვამ მეოთხე ყოვლისმომცველი შეფასება გამოაქვეყნა.
 
ამერიკის კლასიფიცირებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ როგორც ჩანს, პუტინი ხელახლა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც აპრილში გაიარა პროგრესული კიბოს   მკურნალობის კურსი.
 
წყაროების თქმით, შეფასებები, ასევე, ადასტურებს, რომ მარტში პუტინის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
 
მედია წერს, რომ მაღალი თანამდებობის პირები სადაზვერვო სააგენტოს სამი სხვადასხვა დეპარტამენტიდან, შეშფოთებულები არიან, რომ პუტინი სულ უფრო  პარანოიდულია ძალაუფლების შენარჩუნების გამო, ეს კი უკრაინაში რთულ და არაპროგნოზირებად კურსს ქმნის. მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, ეს არის ის,  რაც ასევე   ნაკლებად სავარაუდოს ხდის ბირთვული ომის დაწყების პერსპექტივას.
 
პუტინის ძალაუფლება ძლიერია, მაგრამ აღარ არის აბსოლუტური. კრემლის შიგნით თაღლითობა არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური მისი მმართველობის დროს ყველა გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა“, - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები