„რუსულ ჯარში ამბოხი დაიწყება, ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს“, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, სოციოლოგმა იგორ ეიდმანმა ისაუბრა.
ის ამბობს, რომ რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი პროტესტი ჯერ კიდევ შეუძლებელია, მიუხედავად ომით უკმაყოფილებისა, ხალხი არ არის მზად სახელმწიფოსთან კონფლიქტში შესვლისთვის.
„უკმაყოფილება, შიში, დაბალი მორალური და იდეოლოგიური მოტივაცია. ეს შეიძლება იყოს კრემლის მთავარი პრობლემა. შესაძლოა, ფატალურიც კი. პუტინისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას უმთავრდება მორჩილი „ქვემეხის საკვები“.
თუ ბრძოლა გაგრძელდება, რუსი სამხედროები შეიძლება, უბრალოდ გაიქცნენ.იმიტომ რომ ჯარის 80 - 90% ხალხი მთლიანად დემოტივირებულია.
ამას ჩვენ ვხედავთ აუდიენციებიდან - ოფიცრებს შორისაც კი იზრდება უკმაყოფილება...
ახლა რუსეთს უფლება აქვს, გააფორმოს კონტრაქტი 65 წლამდე კაცებთან. ასე რომ, როდესაც პუტინს „ქვემეხის საკვები“ ამოეწურება, „დივანის ჯარები“ ბრძოლაშიწავლენ“, - განაცხადა ეიდმანმა.