რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს

1-06-2022, 22:40 - 2022
587
       

რუსი დამპყრობლები ლუგანსკის ოლქში ქალაქ სევეროდონეცკში შეტევას ახორციელებენ. 
 
ამის შესახებ საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ადგილობრივი დროით, 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.
 
მათივე ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა კონტროლი დაამყარა სევეროდონეცკის აღმოსავლეთ ნაწილზე.
 
ამ ინფორმაციის თანახმად, დონეცკის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები განახორციელა.
 
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ ნარჩუნდება აგრესორის მიერ სარაკეტო და საავიაციო დარტყმები ბელარუსის ტერიტორიიდან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები