გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი, მეტსახელად „ალეპოს ჯალათი“ ბოლო ორი კვირაა არსად გამოჩენილა.
ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს და არ გამორიცხავს, რომ დვორნიკოვი უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს აღარ ხელმძღვანელობს
დვორნიკოვი რუსული არმიის მეთაურად, აპრილში დანიშნეს იმ მიზნით, რომ ვითარება გამოესწორებინა და უკრაინაში გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია.
„შესაძლებელია, რომ დვორნიკოვი ფარულად მოხსნეს მეთაურობიდან. მიუხედავად იმისა, რომ გენერალი ცდილობდა ქვედანაყოფებს შორის მუშაობა კოორდინირებული ყოფილიყო, სტრატეგიულ წარმატებას ვერ მიაღწია“, - წერს NYT.