პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ და ოპერაცია მას რუსეთის „ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში“ ჩაუტარდება.
ამის შესახებ უკრაინული მედია ისრაელელ ჟურნალისტზე, მარკ კოტლიარსკიზე დაყრდნობით წერს.
მისი ინფორმაციით, პუტინს პანკრეასის კიბო დაუდგინეს.
ამავე ცნობით, ამჟამად სამედიცინო ცენტრის ერთი ბლოკი მთლიანად დახურულია და სხვა პაციენტებს არ იღებს.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს Daily Mirror-მა და რამდენიმე სხვა ევროპულმა მედიასაშუალებამ FSB-ის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს აქვს სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა.