მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება - რა ვითარებაა საქართველოში

მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება - რა ვითარებაა საქართველოში
1-06-2022, 00:57 - 2022
727

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების საფრთხის ქვეშ ახლა, ყველაზე მეტად, ევროპის ქვეყნები დგას, სადაც გაორმაგებულია ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების გზებს ვერ ადგენს.
 
„მაიმუნის ყვავილით“ უკვე გარდაიცვალა ერთი - 40 წლის პაციენტი. მიზეზად თანმხლები ქრონიკული დაავადებები დასახელდა. ოფიციალური პირები საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
 
ვირუსის გავრცელების საფრთხეებისგან დაცული არც საქართველოა. ამირან გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტებთან დააანონსა , რომ „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადი მალე გაკეთდება.
 
მივიწყებული ვირუსის გააქტიურება აშინებთ სპეციალისტებს. ისინი ამბობენ, რომ დღეს მთავარი ყურადღების გამახვილებაა, თუმცა მოლოდინი არ აქვთ იმის, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება მასშტაბურ სახეს მიიღებს.
 
„მაიმუნის ყვავილი“, რომელმაც 60 წლის შემდეგ გაარღვია ენდემური კერა და გავრცელება დაიწყო, განვითარების რა ფორმას და სახეს მიიღებს, ჯერ არავინ იცის.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა