ოკუპანტმა სამხედროებმა პუტინისგან ახალი ბრძანება მიიღეს

ოკუპანტმა სამხედროებმა პუტინისგან ახალი ბრძანება მიიღეს

1-06-2022, 00:06 - 2022
1 208
       

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუს სამხედროებს დაავალა სრულად დაიკავონ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები1 ივლისამდე.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა 24tv ავრცელებს. 
 
უკრაინული გამოცემა საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლის გეგმების მიხედვით, ჯერ ლუგანსკის რეგიონი უნდა დაიპყრონ და მისი ოკუპაცია 1 ივნისამდე უნდა შეძლონ. შემდეგ კი პუტინის გეგმით, დონეცკის რეგიონს დაიკავებენ.
 
25 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსმა დამპყრობლებმა მოახერხეს ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 95% დაკავება. შესაბამისი ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. რუსეთმა მთელი ძალისხმევა მიმართა სევეროდონეცკის აღებაზე, რომელიც დროებით გახდა ლუგანსკის რეგიონის ცენტრი. ამასთან, დონეცკის რეგიონთან დაკავშირებით, რუსებისთვის მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე ლუგანსკის რეგიონში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები