რუსებმა სევეროდონეცკში, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტმჟავის ავზი ააფეთქეს

რუსებმა სევეროდონეცკში, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტმჟავის ავზი ააფეთქეს

31-05-2022, 23:59 - 2022
602
       

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკზე საჰაერო იერიში მიიტანეს და ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტის მჟავის ავზი ააფეთქეს.
 
ინფორმაციას ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰეი ჰაიდაი ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები.
 
აზოტის მჟავა საფრთხის შემცველია ჩასუნთქვის, გადაყლაპვის და კანთან, ლორწოვან გარსებთან შეხებისას. მჟავის ორთქლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს. სუსტი მოწამვლისას ვლინდება ბრონქიტის ნიშნები, ადვილი ბრონქიოლიტი, თავბრუსხვევა, ძილიანობა. მძიმე მოწამვლისას ფილტვის შეშუპება“, - წერს ჰაიდაი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები