მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
31-05-2022, 00:06 - 2022
1 184

„მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 
 
ინფიცირებული 40 წლის პაციენტი იყო, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
 
ამის შესახებ  ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. 
 
„მაიმუნის ვირუსით“ გარდაცვალების ფაქტი ნიგერიაში დაფიქსირდა. ინფექცია მარტივად არ ვრცელდება, მაგრამ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, განსაკუთებით იმ პირებში, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ.
 
გარდაცვალების სტატისტიკა კი ასეთია: იღუპება 100 დაავადებულიდან ერთი.7 მაისიდან დღემდე, ვირუსი 17-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა კი უკვე 300-ს აღწევს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა