რუსებმა ხერსონის ოლქის სოფელ მიკოლაევკაზე კონტროლი დაკარგეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
„თავდაცვის ძალების წარმატებული შეტევისას მტერმა ზარალი განიცადა და გაიყვანა საკუთარი ჯარები ხერსონის ოლქის სოფელ მიკოლაივკადან, რამაც გამოიწვია პანიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებში“, - ნათქვამია განცხადებაში.