უკრაინაში, ბახმუტის რაიონში დაბომბვის გამო, ამიაკმა გაჟონა

უკრაინაში, ბახმუტის რაიონში დაბომბვის გამო, ამიაკმა გაჟონა

30-05-2022, 22:06 - 2022
451
       

დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის გამო ამიაკმა გაჟონა.
 
ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა.
 
„ბახმუტის რაიონში მიმდინარე ბრძოლებმა დააზიანა ტოლიატი-ოდესა ამიაკის მილსადენის განშტოება, რომელიც  2014 წლიდან არ გამოიყენებოდა, სარქველები დალუქულია, მაგრამ ახლა მისგან ამიაკი მოედინება”, -  განაცხადა მან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები