14 წლის გოგონას ინტიმური კადრები გადაუღეს და სკოლაში გაუვრცელეს - შიდა ქართლში მომხდარი დანაშაულის დეტალები

14 წლის გოგონას ინტიმური კადრები გადაუღეს და სკოლაში გაუვრცელეს - შიდა ქართლში მომხდარი დანაშაულის დეტალები

30-05-2022, 00:17 - 2022
1 609
       

კლასელმა არასრულწლოვან გოგონას ინტიმური კადრები გადაუღო, რომელიც მთელმა სკოლამ ნახა. სახლში ამ დროს, გოგონა 2 ბიჭთან ერთად, იყო. მსხვერპლი დანაშაულს თვეები მალავდა, თუმცა უკანონოდ გადაღებული კადრების არსებობის შესახებ, სკოლის დირექტორმა შეიტყო და სამართალდამცველებს აცნობა.
 
14 წლის გოგონას ოჯახს, მომხდარის გახსენება უჭირს და ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვს.
 
დაზარალებულმა ჩვენება უკვე მისცა. გამოკითხვის პროცესს სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში, ფსიქოლოგი დაესწრო. გოგონა ბიოლოგიური ოჯახიდან გამოიყვანეს და სახელმწიფო ზრუნვაში, ფსიქოლოგების ზედამხედველობის ქვეშ არის.
 
ორივე არასრულწლოვანს, რომლებიც 14 წლის გოგონას საქმეში ფიგურირებენ, ამ ეტაპზე მოწმის სტატუსი აქვთ.
 
გამოძიება დაინტერესებულია კიდევ რამდენიმე არასრულწლოვნით, რომლებმაც თანატოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ნახეს და გაავრცელეს. სამართალდამცველებმა სკოლის მოსწავლეების ტელეფონები და სოციალურ ქსელში მინაწერები უკვე ამოიღეს. საქმის მთავარ ფიგურანტებს კერძო ადვოკატები ჰყავთ, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მომხდარში ვერ ხედავენ.
 
ძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გავრცელების ფაქტზე აგრძელებს, რაც მაქსიმალურ სასჯელად 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, საგამოძიებო მუხლი დამძიმდეს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები