ოკუპანტებმა ხარკოვი მაშინ დაბომბეს, როდესაც იქ, ფრონტის ხაზზე ზელენკის ჩავიდა

ოკუპანტებმა ხარკოვი მაშინ დაბომბეს, როდესაც იქ, ფრონტის ხაზზე ზელენკის ჩავიდა

29-05-2022, 23:32 - 2022
722
       

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხარკოვში ჩასვლის პარალელურად, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონი დაბომბეს.
 
კერძოდ, იერიშის სამიზნე სოფელ ჟუკოვსკის მიდამოები და ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილი გახდა. დაზიანდა სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხები.
 
ქალაქის დაბომბვა დაადასტურა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.
 
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში დღეს უკრაინული არმიის ფრონტის ხაზი მოინახულა და უკრაინელი ჯარისკაცები დააჯილდოვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები